
საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალური ეტაპი „თბილისი არენაზე“ დაიწყო. პირველი მატჩების შემდეგ საქმე ისეთი პირი უჩანს, შესაძლოა, შარშანდელი ფინალი განმეორდეს.
ბათუმი-ქუთაისი 70:76
(24:20; 19:17; 14:19; 13:20)
ბათუმი ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო „საშინაო“ შეხვედრა დედაქალაქში გამართა და ქუთაისთან დათმო – 70:76. კოტე ტუღუშის შეგირდებმა გადამწყვეტ მომენტში მეტი კონცენტრაცია გამოიჩინეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.
პირველი პერიოდი ზღვისპირელებმა 24:20 მოიგეს, რასაც მეორეში კიდევ ქულა წაამატეს და ბუბა ბერიშვილის გუნდი დიდ შესვენებაზე ლიდერის სტატუსით გავიდა – 43:37.
მესამე პერიოდის დასაწყისი ქუთაისმა 9:0 მოიგო, მაგრამ გადამწყვეტი ათწუთეულის წინ ბათუმი მინიმალური სხვაობით ლიდერობდა – 57:56. ბოლო მონაკვეთის სტარტიც ქუთაისელების იყო მალე სტუმრების უპირატესობამ 11 ქულა მიაღწია. მართალია, ბათუმელებმა სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს, მაგრამ მეტს ვერაფერს გამორჩნენ.
ქუთაისის გამარჯვებაში ლომის წილი დიდო დეტრიკ ბრაუნინგმა, რომელმაც 25 ქულა დააგროვა; 16 ქულა კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე დაგროვდა; ბათუმში 22 ქულით და 15 მოხსნით საუკეთესო იყო მაირინ ტომასი.
ქუთაისი სერიაში 1:0 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა კვლავ „თბილისი არენაზე“ გაიმართება.
თსუ-ორბი 92:88
(20:24; 22:15; 27:17; 23:32)
რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, ტყიბულის ორბს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 92:88 აჯობა.
მატჩი ტყიბულელთა უპირატესობით დაიწყო პირველი პერიოდი საკმაოდ ეფექტურად ჩაატარეს და 24:20 დაწინაურდნენ. თუმცა, მეორე მეოთხედში თსუ-მ თამაშის რიტმი დაიჭირა. სტუდენტებმა შეტევაში უმატეს, დაცვა გაამკაცრეს და პერიოდი შვიდი ქულით მოიგეს და დიდ შესვენებას ლიდერობით შეხვდნენ – 42:39; გადამწყვეტი მესამე ათწუთეული გამოდგა. მასპინძლებმა ეს მონაკვეთი 27:17 მოიგეს და ბოლო ათწუთეულს სოლიდური სხვაობით შეხვდნენ – 69:56; ბოლო პერიოდში ტყიბულელებმა კი გაიბრძოლეს, მაგრამ ანგარიშში მხოლოდ სხვაობა შეამცირეს.
თსუ-ში საუკეთესო კურვოსიე მაკკოლი გახდა, რომელმაც 23 ქულამიითვალა; შესანიშნავი მატჩი ჰქონდა გიორგი ტურძილაძეს, რომელმაც აქტივში 21 ქულა ჩაიწერა აქტივში; ალექსანდრე ფევაძემ გუნდს 17 ქულა შესძინა. ტყიბულელთა რიგებში 18 ქულით საუკეთესო ილია ლონდარიძე იყო; ლარი ოსტინმა და შონ მურიმ 17-17 ქულა დააგროვეს.
თსუ სერიაში 1:0 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა კვლავ „თბილისი არენაზე“, 10 მაისს გაიმართება.
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 13 საათის agoირის ანტმანი მომავალში გამართლების იმედად არის
გააზიარეთსაქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. საბერძნეთის ნაკრებთან გამართული უხვგოლიანი შეხვედრა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
რაგბი
/ 14 საათის agoქარი ქაფის ჩემპიონმა შავი ლომი პირწმინდად დაჯაბნა
გააზიარეთქარი ქაფის მოქმედმა ჩემპიონმა, სუზუკი გრიქასმა, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე მატჩში, შავი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 1 დღის agoშენგელიამ შერმადინის გარეშე მოთამაშე ტენერიფეს აჯობა
გააზიარეთACB ლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში თორნიკე შენგელიას ბარსელონამ საკუთარ მოედანზე გიორგი შერმადინის ტენერიფე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი