გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ყაზაიშვილი ჩინეთის სუპერლიგის MVP გახდა

გააზიარეთ

32 წლის ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი ჟურნალისტების შემდეგ ჩინეთის სუპერლიგამაც გამოარჩია და ჩვენებური გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. დაჯილდოების ცერემონიალი დღეს შანხაიში გაიმართა.

შანდუნ ტაიშანის ქართველმა ლეგიონერმა 30 მატჩში 27 გოლი გაიტანა, ხოლო ხუთკერ თანაგუნდელებს გაატანია. საერთოდაც, ბოლო ტურის წინ ბომბარდირთა დავას ლიდერობდა, მაგრამ დაკვნით მატჩში თავად მხოლოდ ერთი შეაგდო, მისმა კონკრენტმა, ანგოლელმა ფაბიო აბრეუმ პოკერი შეასრულა და ვაკოს ერთით გაასწრო.

ვაკოს წარმატება პირველი კლუბმა მიულოცა.

„ვულოცავთ ვაკოს პრესტიჟული ჯილდოს მიღებას! ყაზაიშვილმა მთელი სეზონი იშრომა და ეს დაუფასდა. მისი ყოველი პასი თუ გოლი მტკიცებულებაა, თუ რა დონის ფეხბურთელია. მადლობა ვაკო იმ ლამაზი მომენტებისთვის, რომელიც გვაჩუქე“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები