გამოგვიწერეთ

რაგბი

შავი ლომი ბენეტონს მოსამზადებლად გაეჯიბრება

გააზიარეთ

2026-27 წლების სეზონის სტარტზე, თბილისს იტალიური ფრენჩაიზი ბენეტონი ეწვევა და 12 სექტემბერს შავ ლომთან ამხანაგურ მატჩს ითამაშებს.

იტალიის ნაკრების საბაზო გუნდს შარშან სექტემბერში, იტალიურ ტურნეზე ვეთამაშეთ. დაძაბული შეხვედრის პირველი ტაიმი შავმა ლომმა 10:7 მოიგო, მაგრამ შემდეგ იტალიელებმა იძალეს 22:15 იმარჯვეს. ახლა აპენინელები საქართველოში საპასუხო ვიზიტით მოდიან.

ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ტურნირი ჩელენჯ თასი, რომელშიც შავი ლომი ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს, 2026 წლის შემოდგომაზე იწყება. შავი ლომი პირველ მატჩს 16-18 ოქტომბერს გამართავს და ბენეტონთან შეხვედრა მომზადებაში დაეხმარება.

ბენეტონი 1932 წელს დაარსდა და თავდაპირველად იტალიის ჩემპიონატში თამაშობდა. 1995 წლიდან კი პროფესიონალურ გუნდად იქცა და 2010 წლამდე იტალიის ჩემპიონატში დომინირებდა. დაარსების დღიდან 2010 წლამდე, 15-ჯერ მოიპოვა იტალიის ჩემპიონის ტიტული, საიდანაც 1997-2010 წლების პერიოდზე 10 ტიტული მოდის.

1995 წლიდან ბენეტონი ჩემპიონთა თასში (იმჟამად ჰეინეკენის თასი) ჩაერთო, 2010 წლიდან კი იტალიის ჩემპიონატი დატოვა, რის შემდეგ რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში (ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის და სამხრეთ აფრიკის გუნდებთან ერთად) გამოდის, სადაც ორჯერ დაიკავა მეშვიდე ადგილი. გასულ სეზონში გუნდმა 18-იდან ექვსი მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და 33 ქულით მე-13 ადგილი დაიკავა.

ჩელენჯ თასზე, ბენეტონს საუკეთესო შედეგი 2022-23 და 2023-24 წლების სეზონებში ჰქონდა. ორივე შემთხვევაში ფინალამდე ნაბიჯი დააკლდა და ნახევარფინალში ჯერ ფრანგულ ტულონთან (0:23), მერე კი, ინგლისურ გლოსთერთან (23:40) დამარცხდა.

ჩელენჯ თასის გასულ სეზონში იტალიელებმა მეოთხედფინალს დაუმარცხებლად უწიეს, იქ კი ინგლისურ ექსეთერთან 41:44 წააგეს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად რაგბი