
შავი ლომი ივნისში, სამხრეთ აფრიკაში გასამართი „ტოიოტა ჩელენჯისთვის” ემზადება, რომლის ფარგლებშიც 2 და 8 მაისს, გორში, დიდი 10-ის ნაკრებთან გასახურებელ მატჩებს ითამაშებს.
დიდი 10-ის ნაკრები ფინალის შემდეგ დასახელდა და ექვსი კლუბის 30 მორაგბე მზადებას ქუთაისში შეუდგნენ. ნაკრებ გუნდს ფინალისტი გუნდების მწვრთნელები თავკაცობენ. მთავარი მწვრთნელი ჩემპიონი გუნდის, ბათუმის დამრიგებელი ირაკლი ნინიძეა, რომელსაც პალიკო ჯიმშელაძე, არესის მთავარი მწვრთნელი სერგო ფრუიძე და მწვრთნელი ზურა გოგლიჩიძე დაეხმარებიან.
30-კაციან შემადგენლობაში 12 მორაგბე ჩემპიონი ბათუმიდანაა, შვიდი არესიდან, ოთხი რუსთავის ხარებიდან, სამ-სამი ქუთაისის აიადან და თბილისის ლელოდან, ერთიც წიქარადან.
სიახლეებია შავი ლომის შემადგენლობაში. ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარებიან მიხეილ თაყაიშვილი, სანდრო მამათავრიშვილი, იოსებ გუშარაშვილი და ვასილ კაკოვინი.
სამაგიეროდ გუნდმა დიდი 10-ის კლუბებიდან რვა მორაგბე დაიმატა. ესენი არიან: მერლს პიტერსი (არმია), გიგა კობახიძე (ბათუმი), ოთია გიორგაძე (აია), ბაჩანა მონიავა (ხვამლი), გიორგი ბოლქვაძე (ლელო), დავით იმნაძე (წიქარა), ვასო ზღუდაძე (ხარები), მიშო ყაჩლავაშვილი (ლელო).
აქვე ორივე გუნდის სრული შემადგენლობები
შავი ლომი: ნიკოლოზ ხატიაშვილი, გიგა კობახიძე, ირაკლი ქვათაძე, თამაზ ჭამიაშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, ბადრი ციხისთავი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, გიორგი ნიკოლაძე, გიორგი კერვალიშვილი, გურამ ღანიაშვილი, გიორგი სინაურიძე, ლაშა ციხისთავი, გიორგი ცუცქირიძე; თენგიზ პერანიძე, გიორგი სპანდერაშვილი, ლუკა ცირეკიძე, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ამირან შვანგირაძე, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, მერლს პიტერსი, გიგა კობახიძე, ოთია გიორგაძე, ბაჩანა მონიავა, გიორგი ბოლქვაძე, დავით იმნაძე, ვასო ზღუდაძე, მიშო ყაჩლავაშვილი.
დიდი 10-ის ნაკრები: ალეკო შამილიშვილი, გიორგი შერვაშიძე, გაგა არაბული, გიორგი შუკაკიძე, გიორგი მარგალიტაძე, რეზი ჯინჭველაშვილი, ბუბა ნოზაძე, გიორგი წიკლაური, რომა მახათაძე, ზურა ნინიძე, ვანო ფუტკარაძე, ვაჟა მიქაძე (ყველა ბათუმი), შოთა ხელაძე, მურთაზ ცხადაძე, ზურა ძნელაძე, დავით კვირიკაშვილი, იაგო ხაბულიანი, ცოტნე კვესელავა, ზურა ოდიკაძე (ყველა არესი), ბაჩუკი ბარათაშვილი, გიორგი ქიმუცაძე, გიორგი ფრუიძე (ყველა აია), გიორგი ჯამბურიძე, ლუკა კოხია, დავით ხუროშვილი, ანარე ტუიტაი (ყველა ხარები), ბადრი ალხაზაშვილი, ლევან ბაჩილავა, ნიკა აბესაძე (ყველა ლელო), ბექა ყორიაული (წიქარა).
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 10 საათის agoზურიკო დავითაშვილმა მიჯრით მეხუთე გამარჯვება იზეიმა
გააზიარეთზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენმა საფრანგეთის ლიგა 2-ის მეხუთე ტურში, მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელის...
ავტორი Giorgig -
ძიუდო
/ 12 საათის agoერთადერთი ქართული მედალი ევროპის ჩემპიონატიდან
გააზიარეთმონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში დასრულებულ ჯუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა, მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვეს. ბებერი...
ავტორი Giorgig -
კალათბურთი
/ 22 საათის agoევროპის ჩრდილოეთ ლიგას კავკასიაც შეემატა
გააზიარეთ21-ე საუკუნეში პირველად ხდება, რომ ევროპულ ტურნირებზე ერთ სეზონში ორი ქართული გუნდი იასპარეზებს. ასეთ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი