გამოგვიწერეთ

რაგბი

შავი ლომი რაგბის ღმერთმა არ გაწირა

გააზიარეთ

შავმა ლომმა Toyota Chellenge-ს პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკული ჩიტასი 39:38 დაამარცხა და ზაფხულში „ბორჯღალოსნების“ დამარცხებისთვის რევანში აიღო.

თამაში სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკელ მეტოქეს აღემატებოდა ფიზიკურობაში და კონტაქტის არეში, მაღალ ტემპში, უნარიანად უტევდა ხელდახელ და დამსახურებული გამარჯვება ჩაიწერა.

თუმცა იყო შეცდომებიც, რის გამოც ჩიტასმა პირველ ტაიმში სამი მარტივი ლელო გაიტანა, ბოლო წუთსა და გაწითლებულ დროზე კი ჩვენი მოდუნებით ისარგებლა და ორ წუთში ორი ლელო მიითვალა, მაგრამ რაგბის ღმერთმა არ გაგვწირა და აცილებული გარდასახვების შემდეგ შავმა ლომმა დამსახურებული გამარჯვება იზეიმა.

პირველი ტაიმი ჩიტასმა 21:15 მოიგო, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთი ლელო მოჰყვა და მასპინძელთა უპირატესობა 13 ქულა გახდა.

ამას ქართველთა ოთხი ლელო მოჰყვა, რომელთაგან ორი გარდასახვა ზუსტი იყო და შავი ლომი 29:28 დაწინაურდა.

თითქოს მოგებას წინ არაფერი ედგა, მაგრამ ბოლო წუთზე ჩიტასმა შემოგვიტია და გიორგი ნიკოლაძის სინბინის შემდეგ მეტოქემ მოლი ლელოთი დააგვირგვინა. გაცუდებული გარდასახვის შემდეგ სათამაშო დრო ამოწურული კი იყო, მაგრამ მსაჯმა თამაშის გაგრძელება ბრძანა, ჯარიმის შემდეგ სამხრეთ აფრიკელები ჩვენს 22-ში კიდევ ერთხელ შემოვიდნენ და მართალია მოლი შევუჩერეთ, თუმცა მოკლე ფრთაზე ზედ ალამთან ლელო მაინც მივიღეთ. მასპინძლებმა გარდასახვა ვერც ამჯერად გაიტანეს და შავმა ლომმა 39:38 მოიგო.

შავი ლომი იმავე ჩიტასს 26 ოქტომბერსაც შეერკინება.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად რაგბი