გამოგვიწერეთ

რაგბი

შავი ლომი სამხრეთ აფრიკაში ორ მატჩს გამართავს

გააზიარეთ

ოქტომბრის შუა რიცხვებში შავი ლომი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და Toyota Challenge-ს ტურნირის ფარგლებში ჩიტასთან ორ მატჩს გამართავს.

Toyota Challenge არის ტურნირი, რომელიც სამხრეთ აფრიკული კლუბის, ჩიტასის სპონსორმა 2021 წელს დააფუძნა. ტურნირი არ ავლენს გამარჯვებულს, მაგრამ თითოეული მატჩის გამარჯვებული გუნდი 250 000 რანდს (დაახლოებით 38 ათასი ლარი) იღებს, რაც თამაშებს დამატებით მოტივაციას სძენს.

Toyota Challenge-ში ყოველ წელს თამაშობს ჩიტასი, ვისთვისაც ეს ტურნირი შექიმნა. განვლილი ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობა მიუღიათ სამხრეთ აფრიკულ გუნდებს შარქსი, სტორმერსი, ვესთერნ პროვანსი, ბულსი, გრიფონსი, გრიქასი და პუმასი.

სამხრეთ აფრიკელების გარდა ტურნირში უთამაშიათ ავსტრალიურ ვესთერნ ფორსს, განვითარებად ირლანდიას (მეორე ნაკრები), აშშ-ს ა ნაკრებს, რუმინულ ბაია მარეს და ესპანურ ბარსელონას.

თამაშები ბლუმფონტეინში, ჩიტასის საშინაო არენა „ტოიოტა სთედიუმზე“ იმართება და მასპინძელთა შეხვედრებს SuperSport-ი პირდაპირ ეთერში გადასცემს.

შავი ლომი ჩიტასთან პირველ მატჩს 17 ოქტომბერს გამართავს, მეორედ კი, 26 ოქტომბერს ითამაშებენ.

„მოხარულები ვართ Toyota Challenge-ს შეჯიბრში მონაწილეობის შესაძლებლობით. ჩიტასი მთელი მსოფლიოსთვის ნაცნობი ფრენჩაიზია, „ტოიოტა სთედიუმი“ კი შესანიშნავი ადგილია რაგბის სათამაშოდ. ველოდებით თბილ დახვედრას სამხრეთ აფრიკაში და ორ რთულ მატჩს“ – აღნიშნა შავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს სამხრეთ აფრიკული ტურნეს ფარგლებში ჩიტასს საქართველოს ნაკრებიც ეთამაშა და მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – 24:20.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად რაგბი