გამოგვიწერეთ

რაგბი

შავი ლომში 100-კეპიანი ბორჯღალოსანი ითამაშებს

გააზიარეთ

ქართულმა ფრენჩაიზმა, შავმა ლომმა, გეზი სამხრეთ აფრიკისკენ აიღო, სადაც Toyota Chellenge-ს ტურნირის ფარგლებში ტოიოტა ჩიტასთან ორ მატჩს გამართავს. ბლუმფონტეინში, „ტოიოტა სთედიუმზე“ პირველი შეხვედრა 17 ოქტომბერს გაიმართება, მეორე კი – 26 ოქტომბერს.

იტალიური ტურნესგან განსხვავებით (შეგახსენებთ, სექტემბერში გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის გუნდებს – ძებრესა და ბენეტონს ეთამაშა), სადაც გუნდი 30 მორაგბით იყო წარმოდგენილი, რიჩარდ ქოქრილმა სამხრეთ აფრიკაში 32 იახლა, საიდანაც 19 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშეა.

გუნდთან ერთად არ არის ცენტრი დემე თაფლაძე. სამაგიეროდ, შავ ლომს დაემატნენ მესამეხაზელი სანდრო მამამთავრიშვილი, ჰავბეკი დავით ხუროშვილი და მგეზავი ლაშა მალაღურაძე, რომლის ანგარიშზე 100 სანაკრებო კეპია.

შავი ლომის შემადგენლობა სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე ასეთია:

შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, ვასილ კაკოვინი, დავით აბდუშელიშვილი, შალვა მამუკაშვილი, ირაკლი ქვათაძე, თამაზ ჭამიაშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, ბადრი ციხისთავი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), გიორგი ნიკოლაძე, გიორგი კერვალიშვილი, გურამ ღანიაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი სინაურიძე, ლაშა ციხისთავი, გიორგი ცუცქირიძე, სანდრო მამამთავრიშვილი;

ხაზი: თენგიზ პერანიძე, გიორგი სპანდერაშვილი, დავით ხუროშვილი, ლუკა ცირეკიძე, ლაშა მალაღურაძე, თორნიკე კახოიძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ოთარ მეტრეველი, ამირან შვანგირაძე, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ლუკა თაყაიშვილი.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად რაგბი