გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

შახტარმა ლაცაბიძე დანიაში გაანათხოვრა

გააზიარეთ

21 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლაცაბიძე, რომელიც დონეცკის შახტარის კუთვნილებაა, კარიერას იჯარის წესით დანიურ ვეილეში გააგრძელებს. სკანდინავიელეი ექვსთვიან იჯარაზე წერენ, მაგრამ გამოსყიდვის უფლების გარეშე.

ბოლო დღეებში საქართველოს 21 წლამდე ნაკრების კაპიტანს ესპანურ კადისში გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა, რის შემდეგ დანიური ვარიანტი გამოჩნდა.

ლაცაბიძე ვილი სანიოლმა ქვეყნის მთავარ გუნდში, გასული წლის მარტში, სომხეთთან ერთა ლიგის ფლეი ოფის მატჩებისთვის მიიწვია, მაგრამ თამაშის საშუალება არ მისცემია.

ვეილეს დანიის სუპერლიგის 18 ტურში სამი მოგება აქვთ და ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩი კი, 9 თებერვალს, შინ, კიდევ ერთ აუტსაიდერ ფრედერისიასთან აქვს.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები