გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელიამ მოიგო, ბოლდუინი ტრავმირებულია

გააზიარეთ

ბარსელონამ ახალი მწვრთნელითა და თორნიკე შენგელიას ლიდერობით მიუნხენში დრამატული მატჩი კამარ ბოლდუინის ბაიერნთან 75:75 მოიგო.

ერთია, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ უკანახაზელს არ უთამაშია. ბოლდუინმა გერმანიის ჩემპიონატის ბოლო მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო. გავრდელებული ინფორმაციით, ბოლდუინს ორი თვე გაუცდება. არადა, საქართველოს ნაკრებს 27 და 30 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩები ელის და ბოლდუინის თამაშს კითხვის ნიშანი დაესვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კი 27 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. თოკომ თამაშიდან შვიდჯერ შეუტია, საიდანაც ოთხი ზუსტი იყო, მის ანგარიშზეა ორიდან ორი ჩაგდებული საჯარიმოც.

ბარსელონა ექვსი მოგებითა და ოთხი მარცხით ევროლიგაში მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩში კი, შენგელიას ყოფილ გუნდს, ვირტუს ბოლონიას უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი