გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელიამ შერმადინს მოუგო, კორსანტიამ ფლეი ოფში წააგო

გააზიარეთ

ესპანეთის ლიგა ენდესას 32-ე ტურში „ქართული დერბი“ შედგა – გიორგი შერმადინის ტენერიფე საკუთარ მოედანზე თორნიკე შენგელიას ბარსელონას დაუხვდა და 97:102 დამარცხდა.

შენგელიამ მოედანზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოინაგრა. ჩვენებურმა ექვსიდან ხუთი ორქულიანი და ორიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, 15-ს გაუტოლდა.

შერმადინმა კი, 16 წუთი ითამაშა და მხოლოდ 2-2 ქულა და მოხსნა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა ოთხიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი ერთი გამოდგა.

ბარსელონა 23 მოგებითა და ცხრა წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, ანდორას ესტუმრება; ტენერიფე 17 გამარჯვებითა და 14 მარცხით მეშვიდეა, შემდეგ მეტოქედ ბადალონა ეყოლება.

აქვე გეტყვით, რომ ლიგა ენდესაში გადასვლას ცდილობს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრის, გიორგი კორსანტიას გიპუზკოა, რომელმაც ფლეი ოფის მეორე მატჩი შინ ოვიედოსთან წააგო – 75:83.

ქართველმა კალათბურთელმა 21 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ჩვენებურმა შვიდიდან ოთხი ორქულიანი და ოთხიდან ორი საჯარიმო ჩააგდო.

გიპუზკოა სერიაში 0:2 მარცხდება და მომდევნო მატჩს სტუმრად ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი