გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელიას ბარსა ევროლიგის ლიდერთან დამარცხდა

გააზიარეთ

ევროლიგის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას ბარსელონა ლიდერ ფენერბახჩეს დაუხვდა და 78:82 დამარცხდა.

თურქებმა თავიდანვე დაამყარეს მატჩზე კონტროლი. პირველი მეოთხედი 15 ქულით მოიგეს, ხოლო მესამეს შემდეგ 17 ქულას იგებდნენ. ბარსამ გაიბრძოლა და სხვაობა ერთ მომენტში სამ ქულამდეc დაიყვანა, მაგრამ მეტისთვის ძალა აღარ ეყო.

ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 18:49 წუთი გაატარა, რა დროშიც მხოლოდ 3 ქულა და თითო-თითო მოხსნა-პასი მიითვალა. თოკოს სროლები არ წაუვიდა: ხუთიდან მხოლოდ ერთი ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი ააცილა, ხოლო ორი საჯარიმოდან ზუსტი ერთი აღმოჩნდა.

ბარსელონა 16 მოგებითა და 10 მარცხით მერვე ადგილამდე დაქვეითდა, მომდევნო მატჩი კი, თანამემამულეებთან და შენგელიას ყოფილ გუნდთან, ბასკონიასთან უწევს.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად კალათბურთი