გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელიას და შერმადინის გამარჯვებები

გააზიარეთ

თორნიკე შენგელიას ბარსელონამ ევროლიგაზე მორიგი მატჩი გამართა და დუბაის 91:89 დაამარცხა.

ბარსა თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ ბოლოს გაუჭირდა და გამარჯვების მომტანი სროლა დარიო ბრიზუელამ ორი წამით ადრე შეასრულა.

შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ ოთხიდან სამი ორქულიანი, სამიდან ერთი სამიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო.

ბარსელონა უახლოეს მატჩს, ისევ ევროლიგაზე ითამაშებს და მეტოქედ ლიონი ეყოლება.

გიორგი შერმადინის ტენერიფემ კი ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი ჩეხეთის ნიმბურკთან მოგებით გახსნა – 104:80.

შერმადინი მოედანზე 20 წუთით გამოჩნდა და 3 ქულა, 7 მოხსნა, 3 დაფარება მიითვალა.

ტენერიფეს უახლოესი მატჩი უკვე ესპანეთის ჩემპიონატში ელის, სადაც შენგელიას ბარსელონასთან მოუწევს ჯახი.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად კალათბურთი