გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელიას 15 ქულა და ბარსელონას გამარჯვება

გააზიარეთ

ევროლიგის მე-14 ტურში თორნიკე შენგელიას ბარსელონა ცრვენა ზვეზდას ესტუმრა და 89:79 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი დრო გაატარა – 32:30 წუთი. ბარსელონას ფორვარდი საკმაოდ ნაყოფიერად გაისარჯა – 15 ქულა, 5 მოხსნა, თითო პასი და ჩაჭრა ჰქონდა. პასივში სამი დაკარგვაა. ჯამში მარგი ქმედების კოეფიციენტმა 16 შეადგინა, რაც გუნდში მესამე მაჩვენებელი იყო.

თორნიკემ რვიდან ხუთი ორქულიანი, სამიდან ერთი სამქულიანი და ორივე ჯარიმა ჩააგდო.

ამ დროისთვის ბარსელონა ცხრა მოგებითა და ხუთი მარცხით მეექვსე ადგილზეა, მაგრამ ტური ჯერ არ დასრულებულა. კატალონიელებს მორიგი მატჩი ბერძნულ ოლიმპიაკოსთან ელის.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი