გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელია და რიდი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ

გააზიარეთ

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა დანია 89:60 დაამარცხა. როგორც ვივარაუდეთ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია და ლეგიონერი მარკიზ რიდი FIBA-მ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის ხუთ საუკეთესო კალათბურთელს შორის დაასახელა.

თბილისში დანიის ნაკრებთან მოგებულ შეხვედრაში შენგელიამ გუნდს 27 ქულა, 11 მოხსნა. 3-3 პასი და ჩაჭრა და 5 დაფარება შესძინა, ხოლო რიდის ანგარიშზე 29 ქულა, 7 მოხსნა და 3-3 მოხსნა და ჩაჭრა იყო.

შენგელიასა და რიდის გარდა, FIBA-მ ტურის სიმბოლურ გუნდში ვასილეიოს ტოლიოპოლუსი (საბერძნეთი), ძანან მუსა (ბოსნია) და სალიუ ნიანგი (იტალია) შეიყვანა.

საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩ 2 ივლისს, უკრაინასთან ელის.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი