გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელია იგებს, ბურჯანაძე აგებს

გააზიარეთ

ესპანეთის ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას ბარსელონამ პირველი და მნიშვნელოვანი  გამარჯვება მოიპოვა. კატალონიელებმა სტუმრად, მალაგაში უნიკახა დაძაბულ ბრძოლაში – 83:77 დაამარცხეს, ხოლო ქართველი კალათბურთელი 18 ქულით ბომბარდირი გახდა.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საწყისი ორი წაგების შემდეგ ეს გახლდათ ბარსელონას პირველი გამარჯვება. მატჩი დაძაბული გამოდგა და კატალონიელებმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ბოლოსკენ მოახერხეს. თორნიკემ არასრულ 23 წუთში 18 ქულა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა ექვსიდან ხუთი ორქულიანი და რვიდან რვა საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.

შენგელია მარგი ქმედების კოეფიციენტით (19) და ქულებით (18) ორივე გუნდში გამორჩეული იყო, შედეგად, მატჩის MVP გახდა. ბარსელონა ერთი მოგებით და ორი წაგებით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 25 ოქტომბერს, ბრეოგანს უმასპინძლებს.

ბექა ბურჯანაძის გრანადამ კი, ბასკონიასთან დაძაბულ ბრძოლაში განიცადა მარცხი – 80:83. გრანადა ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ სეზონში პირველი გამარჯვება მაინც ვერ მოიპოვა.

ბურჯანაძე არასრულ 16 წუთში თავის გუნდს 7 ქულით, 4 მოხსნით და 1 დაფარებით დაეხმარა. ბექამ ორიდან ერთი ორქულიანი და შვიდიდან ხუთი საჯარიმო ისროლა ზუსტად. გრანადა სამივე წაგებით მე-17 ადგილზეა, ხოლო 25 ოქტომბერს ლეიდას ეთამაშება.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად კალათბურთი