გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელია ტურის სიმბოლურში მოხვდა

გააზიარეთ

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გუშინდელი ფანჯრის დროს საქართველოს ნაკრებმა სტუმრად დანია 89:71 დაამარცხა. სკანდინავიელებთამ შესანიშნავი თამაში ჰქონდა გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას, ვინაც 29 წუთში 24 ქულა, 7 მოხსნა, და 5 პასი მოინაგრა. თოკოს მარგი ქმედების კოეფიციენტმა 24 ბალი შეადგინა.

ჩვენებურის კარგი თამაში არც FIBA-ს გამორჩენია და ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. თორნიკესთან ერთად, გუნდში ისლანდიელი ელვარ ფრიდრიკსონი (34 ქულა, 6 პასი), პოლონეთის ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი, ჯორდან ლოიდი (37 ქულა, 4 მოხსნა), პორტუგალიელი დიოგუ ბრუტო (32 ქულა, 7 მოხსნა) და ფინელი ოლივიე ნკამუა (23 ქულა, 12 მოხსნა) მოხვდნენ.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი