გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შერმადინი და ტენერიფე ესპანეთში წაუგებლად მიდიან

გააზიარეთ

გიორგი შერმადინი და ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატში წაუგებელ სვლას განაგრძობენ. შერმადინი შედეგიანად თამაშობს, ტენერიფე კი – იგებს. ლიგა ენდესას მესამე ტურში კუნძულელებმა მურსია ზედმეტი გართულებების გარეშე დაამარცხეს – 96:80.

ტენერიფემ მეტოქეს ხელი პირველივე ნახევარში მოუთავა, რომელიც 15 ქულით მოიგო და მეორეში მოპოვებული უპირატესობა წარმატებით შეინარჩუნა, რაც შერმადინის დამსახურებაც გახლდათ. ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 22 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 18 შეადგინა, რაც გუნდში მარსელინიო ჰუერტასის (20) შემდეგ მეორე მაჩვენებელია.

სამიდან სამი მოგებით ტენერიფე ცხრილის სათავეშია, მაგრამ კონკურენტები ამ ტურის მატჩებს დღეს თამაშობენ. მეოთხე ტურში, 25 ოქტომბერს, ტენერიფე უნიკახას უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად კალათბურთი