გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შერმადინი ტენერიფეს ყველა დროის რეკორდს უტევს

გააზიარეთ

გიორგი შერმადინი კარიერის დასასრულს სულ უფრო და უფრო უკეთ ირჯება და ქართველი ცენტრის რეკორდების სია ივსება.

ტენერიფემ ბოლო მატჩი ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით შინ ბურგოსთან გამართა. მატჩის წინ ქართველი ცენტრი ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზით დააჯილდოვეს, ხოლო შეხვედრა ტენერიფემ ბრძოლაში – 101:97 მოიგო და შერმადინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ბურგოსელებთან გიორგიმ კიდევ ერთ სოლიდურ ნიშნულს გადააბიჯა – ტენერიფეს მაისურით მისმა ქულათა მონაგარმა 3 005 შეადგინა. ჩვენებური ახლა 186 ქულით ჩამორჩება კლუბის ყველა დროის ბომბარდირს, ხერმან გონსალესს. თუ ჯანმრთელობამ ხელი არ შეუშალა, შერმადინი ამ რეკორდს ამავე სეზონშივე მოხსნის.

ბურგოსის წინააღმდეგ გიორგიმ მოედანზე 24:12 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. შერმინატორმა ექვსიდან ხუთი ორქულიანი და ოთხიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო.

ტენერიფემ მეექვსე ტურში მეხუთე მატჩი მოიგო და ლიგა ენდესას ცხრილში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, ჩემპიონატის ლიდერ ვალენსიას ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი