
ადამიანი, როდესაც შეცდომას დაუშვებს, მისი აღიარება ყოველთვის უჭირს. თუმცა, ხშირად ხდება, რომ საკუთარ შეცდომას საკუთარივე ნაამბობით ადასტურებს, მაგრამ მაინც ჯიუტად იცავს საკუთარ პოზიციას. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ასეთია საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი.
რამდენიმე დღის წინ ფრანგმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ირაკლი აზაროვზე დასმულ კითხვას უპასუხა.
საქმე ის არის, რომ ესპანეთთან (15 ნოემბერი) და ბულგარეთთან (18 ნოემბერი) გასამართი მატჩებისთვის სანიოლმა ნაკრებში ექვს მცველს უხმო. აქედან ოთხი ცენტრალური იყო, ხოლო ორი მარჯვენა ფლანგელი. შეკითხვაც აქედან გამომდინარე დაისვა – რატომ არ არის გამოძახებული მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი, რომელმაც ბოლოს ევროპალიგის მატჩში ითამაშა.
პასუხი მარტივი და გასაგები იყო. სანიოლიმ აღნიშნა, რომ აზაროვს სათამაშო პრაქტიკა აკლია და შახტარის შემადგენლობაში მხოლოდ იმის შემდეგ გამოჩნდა, რაც შემადგენლობა დავასახელეო.
კი ბატონო, იყოს მასე. თუმცა, გავიდა ორიოდე დღე და…
პრესკონფერენციის შემდეგ გაირკვა, რომ მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო შემტევი გიორგი მიქაუტაძე და მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე გამოაკლდა. და რა ქნა ვილიმ? შემტევის ნაცვლად შემტევს უხმო და მარჯვენა მცველის ნაცვლად კი… საყრდენ ნახევარმცველს.
შედეგად, დაგვრჩა ხუთი მცველი. აქედან ოთხი ცენტრალური და ერთი მარჯვენა. ვთვლით, რომ ეს შეცდომაა. თუმცა, ფრანგმა სპეციალისტმა ასე გადაწყვიტა და პასუხისმგებლობაც მის კისერზეა. ყოველ შემთხვევაში სანიოლიმ პრესკონფერენციაზე ასე თქვა – ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას მე ვიღებო.
იმედია, მუსიე ვილის რამე გეგმა აქვს.
საუბრებიდან გამომდინარე, „შეუთანხმებლობა“ სჩანს მუსიე ვილისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის.
როდესაც ალექსანდრე იაშვილს სანიოლის კონტრაქტის შესახებ კითხვა დაუსვეს, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონტრაქტზე მნიშვნელოვანი ურთიერთობებია. ასევე ის, თუ რა სამუშაოს ატარებს მთავარი მწვრთნელი გუნდში. იაშვილმა ისიც დასძინა, რომ სანიოლი საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია.
თავად სანიოლი კი სულ სხვა რამეს ამბობს:
„ტაქტიკას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს არ არის პრობლემა. უფრო აგრესიის, კონცენტრაციის, დისციპლინის და სხვა ფაქტორების პრობლემას ვხედავ“.
აქ ცოტა დავიბენით. სანიოლი ამბობს გუნდში საქმეები არეული მაქვსო, იაშვილი გვეუბნება დიდ სამუშაოს ატარებსო. არადა, აშკარაა რომ მწვრთნელი საკუთარ პასუხისმგებლობაას გაურბის და ყველაფერს ფეხბურთელებს აბრალებს. ეს კი, გუნდში სიტუაციის არევის საფუძველია…
ასეთი მწვრთნელი კი, გუნდიდან გასაშვებია. ჩვენი აზრით…
იხილე მეტი
-
საქართველოს ჩემპიონატი
/ 28 წუთი agoნერგაძე, იონსენი და სიმბოლური ნაკრები
გააზიარეთსაქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელი, ფეხბურთელი და სიმბოლური...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 18 საათის agoფროზინონე გიორგი კვერნაძის დუბლით გალიდერდა
გააზიარეთიტალიის სერია B-ს მე-15 ტურში გიორგი კვერნაძის ფროზინონე შინ იუვე სტაბიას დაუხვდა და 3:0...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
რაგბი
/ 21 საათის agoშავი ლომი ჩელენჯ თასზე 140 წლის გუნდს ეთამაშება
გააზიარეთშავი ლომი ირლანდიაში გაემგზავრება და 2025-26 წლების ჩელენჯ თასის მეორე ტურში, 14 დეკემბერს, გალვეიში...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი