გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ჩაკვეტაძის დებიუტი და მიქაუტაძის უგოლო მატჩი

გააზიარეთ

ხანგრძლივი უქმობის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუნრუნდა. ეს სერია A-ს მატჩში მოხდა, სადაც ჩენებურის უდინეზე ინტერს ესტუმრა. დაბრუნება ერთია და გიორგისთვის ეს TOP ლიგაში დებიუტიც იყო.

იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში უდინეზე 3:5 დამარცხდა, ჩაკვეტაძე საქმეში 73-ე წუთიდან ჩაერთო, რის შემდეგ უდინეზემ მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხა. ვერც იმას ვიტყვით, რომ ჩაკვეტაძემ თავი რამეთი გამოიჩინა, მაგრამ სანაკრებო მატჩების წინ ქართველი ფეხბურთელის პრაქტიკა, რაც ალბათ კიდევ გაიზრდება, მშვენიერი ფაქტია.

ჩაკვეტაძე გახდა მეცხრე ქართველი, რომელმაც სერია A-ში ითამაშა. მანამდე იტალიის ჩემპიონატი კახა კალაძეს, ლევან მჭედლიძეს, ხვიჩა კვარაცხელიას, ლუკა ლოჩოშვილს, გიორგი კვერნაძეს, საბა საზონოვს, საბა გოგლიჩიძესა და დაჩი ლორთქიფანიძეს დაუჭაშნიკებიათ.

ოთხი ტურის შემდეგ უდინეზეს ოთხი ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი კალიარის უმასპინძლებს.

წააგო გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალმაც. ჩვენებურის გუნდი ლა ლიგის მეხუთე ტურში „სერამიკაზე“ ბეტისს დაუხვდა, ჟერარდ მორენოს გოლით იგებდა კიდეც, მაგრამ პირველივე ტაიმში ორი გოლი გაუშვა და 1:2 დამარცხდა.

მიქაუტაძემ სრულად ითამაშა, კარისკენ ოთხჯერ დაარტყა, საერთოდაც აქტიური იყო, მაგრამ…

ხუთი ტურის შემდეგ ვილიარეალს მხოლოდ ორი ქულა აქვს და, გასავარდნ ზონაშია – მე-18 ადგილზე. მომდევნო ტურში ვილიარეალი მალაგას ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები