გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ჩხუბი რუსთავში, ბრძოლა ტყიბულში

გააზიარეთ

სუპერლიგის მეორე ტური რეგიონებში დაიწყო. ერთწლიანი პაუზის შემდეგ რუსთავი სუპერლიგას დაუბრუნდა. პირველ ტურში ქვემოქართლელები ისვენებდნენ, დღეს კი, მეტოქე მოქმედი ჩემპიონი ქუთაისი ჰყავდა და 67:81 დამარცხდა.

მატჩის უმეტეს დროს ქუთაისელები იგებდნენ. თითქოს მათი უპირატესობა უფრო უნდა გაზრდილიყო, მას შემდეგ, რაც მოედანზე კონფლიქტი მოხდა. რუსთაველ ვახტანგ გაფრინდაშვილსა და ქუთაისელ დაჩი ქავთარაძეს შორის ხელჩართული ჩხუბი გაჩაღდდა, რაშიც სხვა კალათბურთელებიც ჩაერთვნენ. საბოლოოდ, მსაჯმა მოედნიდან ხუთი კალათბურთელი გააგდო: რუსთავიდან გაფრინდაშვილი, მიხეილ ჭოჭუა და დავით ლორია; ქუთაისიდან – ქავთარაძე და ბაქარი ბერეკაშვილი.

დანაკლისი მასპინძლებს მეტი ჰქონდათ, მაგრამ საკუთარი თამაში მაინც იპოვეს და 57:50 დაწინაურდნენ. თუმცა, ბოლო მეოთხედის წინ ქულითღა იგებდნენ. აქედან მოყოლებული რიონისპირელებმა თამაშზე სრული კონტროლი დაამყარეს, კომბინაციური და დალაგებული თამაშის ხარჯზე ბოლო პერიოდში გარდატეხა მოახდინეს და გამარჯვებამდეც მარტივად მივიდნენ – 81:67.

ქუთაისელთა შორის სამმაგ დუბლამდე მცირები დააკლდა დეტრეკ ბრაუნინგს – 21 ქულა, 9 მოხსნა, 8 პასი; ჯავიონ ოგუნიემის მონაგარი 18 ქულა და 11 მოხსნაა; 19 ქულა ნიკოლოზ დარბაიძის ანგარიშზეც არის.

ტყიბულში გაცილებით დაძაბული მატჩი გაიმართა, სადაც ორბმა თსუ დაამარცხა. მოულოდნელიც იყო… ორბი გასულ წელს გავარდნას გადაურჩა, თსუ-მ კი პირველი ტიტული უკვე მოიგო და ქუთაისს სუპერთასი აართვა. სუპერლიგის პირველ ტურშიც იმარჯვა და მეშახტეთა ქალაქშიც მოსაგებად ჩავიდა, მაგრამ…

თამაში ნიადაგ მასპინძლებს მიჰყავდათ, თსუ შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა. გადამწყვეტი ნაბიჯი მაინც ორბმა თქვა, როცა ბოლოსწინა წუთზე ხუთქულიან უპირატესობას დაეუფლა და მეტოქე ვეღარ დაეწია – 85:80.

ორბში ილია ლონდარიძე გამოირჩა, ვინაც 13 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა; 18-18 ქულა გაიფორმეს ნიკოლოზ თოთლაძემ და თომას მურმა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად კალათბურთი