2 თებერვალს, ბორჯღალოსნებმა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე წლის პირველი შეკრება დაიწყეს. პიერ-ანრი ბრონკანისა და მარკო ბორტოლამის გუნდი 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.
მოგეხსენებათ, ზაფხულამდე გუნდს, ბრონკანთან კორდიინაციით, ბორტოლამი გაუძღვება და სადებიუტო თამაშს მისი გაწვრთნილი გუნდი 8 თებერვალს შვეიცარიაში, ივერდონ ლე ბენში, მასპინძელთა წინააღმდეგ გამართავს.
34-კაციან გაფართოებულ შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა. ტრავმირებული მესამეხაზელის, ილია სპანდერაშვილის ნაცვლად გუნდს შავი ლომიდან გიორგი ცუცქირიძე დაემატა, რომლის ანგარიშზე 42 სანაკრებო კეპი და ექვსი ლელოა.
შეგახსენებთ, შარშან რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტ შვეიცარიას თბილისში, ავჭალაზე ვუმასპინძლეთ და ჩვენი ნაკრების ისტორიაში სარეკორდო სხვაობით, 110:0 დავამარცხეთ.
ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის
პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე (კლერმონი), ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), მამუკა მსტოიანი (აჟენი); ვანო კარკაძე (ოიონა), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), ლუკა ნიორაძე (ორიაკი); ირაკლი აფციაური (ლიონი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე);
მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), თემურ წულუკიძე (ოიონა), დავით ლაგვილავა (პერპინიანი), გიორგი ჯავახია (ტულონი), გაგი მარგველაშვილი (რასინგი);
მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), ბექა საღინაძე (ლიონი), ანდრო დვალი (პერპინიანი), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი);
ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), გელა აფრასიძე (პერპინიანი), გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი); ლუკა მატკავა (ოიონა), თედო აბჟანდაძე (ორიაკი);
ცენტრი: გიორგი კვესელაძე (გრენობლი), გიორგი შველიძე (ბრივი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), დავით ბარბაქაძე (ლიონი);
ფრთა: ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი);
ფულბეკი: დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), ოთარ მეტრეველი (შავი ლომი).