გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ცნობილია ითამაშებს თუ არა ზარია რეალთან

გააზიარეთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მთავარი მატჩი ალმაატაში შედგება – კაირატი საკუთარ მოედანზე ტურნირის 15-გზის გამარჯვებულ მადრიდის რეალს მიიღებს.

ყაზახური გუნდისთვის ეს დაპირისპირება ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან პირველად მოუწევს ასეთი გრანდის მასპინძლობა. განსაკუთრებული ყურადღება კი მიმართულია ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ზარიას მდგომარეობისკენ.

შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე კაირატის მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ურაზბახტინმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„გიორგიმ უკვე დაიწყო ვარჯიში და თანაგუნდელებს შეუერთდა, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ვიცით, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ის თამაშს. მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ მისი ფორმა ჯერ ბოლომდე აღდგენილი არ არის. საბოლოო გადაწყვეტილებას მატჩის დღეს მივიღებთ – ვნახავთ, შეძლებს თუ არა მოედანზე დაბრუნებას.“

კაირატისა და რეალ მადრიდის დაპირისპირება 30 სექტემბერს, თბილისის დროით 20:45-ზე გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები