გამოგვიწერეთ

ხელბურთი

ცხოვრებაძემ და ზაგრებმა ლიგა მოგებით დაიწყეს

გააზიარეთ

ხელბურთში ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა ლიგა განახლებული ფორმატით დაბრუნდა. გასული სეზონებისგან განსხვავებით, ამჯერად გათამაშებაში 24 გუნდი ჩაება.

ტურნირზე ერთადერთი ქართველი წარმომადგენელია – გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც მისთვის მეორე სალიგო სეზონი ხორვატიის უძლიერესი კლუბის, ზაგრების მაისურით დაიწყო, თანაც წარმატებით.

ხორვატულმა გუნდმა სეზონის სადებიუტო მატჩშივე მოიპოვეს გამარჯვება და სამწლიანი პაუზის შემდეგ ტურნირზე დაბრუნებულ სლოვენიურ ცელიეს 31:29 სძლიეს. ამ წარმატებაში საკუთარი წვლილი სამი გოლით ქართველმა ლეგიონერმაც შეიტანა.

ამავე ჯგუფში დანიურმა ოლბორგი შინ პსჟ-ს დაუზავდა – 33:33.

სულ ექვს ჯგუფია, საიდანაც საუკეთესო ორ-ორი გუნდი მთავარ რაუნდში გავა, ხოლო დანარჩენი 12 კლუბი ბრძოლას EHF-ის ევროპა ლიგის ფლეი ოფში გააგრძელებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ხელბურთი