გამოგვიწერეთ

ხელბურთი

ცხოვრებაძის ექვსი გოლი ჩემპიონთა ლიგაში

გააზიარეთ

ხელბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში ერთი წარმომადგენელი გვყავს – გიორგი ცხოვრებაძე. მეხუთე ტურში ჩვენებურის ზაგრები შინ დანიურ გოგ-თან 31:35 დამარცხდა. ეს ხორვატული გუნდის ზედიზედ მეხუთე მარცხია და რვაგუნდიან ქვეჯგუფში ბოლო ადგილზეა.

პირველი ტაიმი ზაგრებმა 11:19 წააგო. მართალია მეორე (20:17) კი მოიგო, მაგრამ მთლიანად გასამარჯვებლად არ ეყო.

რაც შეეხება ცხოვრებაძეს: ჩვენებურმა დანიელთა კარში რვაჯერ დაარტყა და ექვსი გოლი გაიტანა. ეს ჩემპიონთა ლიგის წინა ოთხ შეხვედრაში ჯამში გატანილ (5) გოლებზე მეტია.

მომდევნო ტურში, 22 ოქტომბერს, ზაგრები უნგრულ სეგედს უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ხელბურთი