გამოგვიწერეთ

ძიუდო

ძიუდოისტების ვერცხლი და ბრინჯაო მონღოლეთიდან

გააზიარეთ

ულან-ბატორში დასრულებულ ძიუდოისტთა გრანდ სლემი საქართველოს დელეგაციამ თითო ვერცხლი და ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ირაკლი დემეტრაშვილმა (+100კგ) ჯერ მომღოლი ალთანბაგანა განტულგა, იაპონელი კანტა ნაკანო და ნიდერლანდელი იურ სპაიკერსს მიყოლებით დაამარცხა, მაგრამ ფინალში კორეელ მინჯონგ კიმ ვერაფერი გააწყო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ილია სულამანიძემ (100) კი, ესპანელ ნიკოლოზ შერაზადაშვილის შემდეგ თურქმენ ბაიმურატ მაჯანოვს აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში რუს არმან ადამიანთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ყაზახ მარატ ბაიკამუროვსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ ჯაფარ კოსტოევს მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

გეტყვით, რომ მონღოლოეთის დედაქალაქში უმედლოდ დარჩნენ გიორგი სარდალაშვილი (60) ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე გიგაური (ორივე 66), ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე 73), ზაურ დვალაშვილი (81), ლუკა ჯავახიშვილი (90), ჯულიეტა როდონაია (48), ნინო გულბანი (70) და სოფიო სომხიშვილი (+78).

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ძიუდო