გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

წილი ნაყარია – პსჟ-ს რთული გზა ელის

გააზიარეთ

უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ეტაპების წილისყრა გაიმართა და ცნობილია ბადეები, თუ რა გზას გაივლიან გუნდები ფინალამდე.

საუკეთესო 16 გუნდში სამი „ქართულია“. აქედან ორის გზა, შესაძლოა, მეოთხედფინალში გადაიკვეთოს.

მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მეტოქე ჩელსი იქნება, რომლის გამარჯვებული მეოთხედფინალში გიორგი მამარდაშვილის ლივერპულსა გალათასარაის შორის უმჯობესს შეხვდება.

ბადის ამ ნაწილშია კიდევ ორი წყვილი: რეალი-მანჩესტერ სიტი და ატალანტა-ბაიერნი. მეოთხედფინალში ამ წყვილებს შორის მოგებულები შეხვდებიან.

გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგის მეტოქე კი, სეზონის აღმოჩენა ბუდიო გლიმტი იქნება. ამ წყვილში მოგებულს მეოთხედფინალში ლევერკუზენსა და არსენალს შორის გამარჯვებული ერგება.

ბადის ამ მხარეს არიან ნიუკასლი-ბარსელონა და ატლეტიკო-ტოტენჰემი.

მერვედფინალები 10/11 და 17/18 მარტს ჩატარდება; მეოთხედფინალები – 7/8 და 14/15 აპრილს; ნახევარფინალების თარიღები 28/29 აპრილი და 5/6 მაისია; ფინალი 30 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები