გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

წიტაიშვილი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტი ხვდება

გააზიარეთ

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გიორგი წიტაიშვილი კიევის დინამოში აღარ დაბრუნება და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

შეგახსსნებთ, წიტაიშვილი კიევური კლუბის საკუთრება იყო და საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდ მეცში განათხოვრებული იყო. მეცი ელიტიდან გავარდა, გიორგის საიჯარო კონტრაქტი დაუმთავრდა, ხოლო დინამოსთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა.

როგორც უკრაინული მედია წერს, წიტაიშვილს არ სურს უკრაინაში დაბრუნება. პლუს, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და დინამოს დატოვებს.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონში წიტაიშვილმა 35 მატჩში ითამაშა, სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც შეასრულა.

წიტაიშვილის ხელში ჩაგდება უკვე უფასოდ შეიძლება. იმედია, ჩვენებურიც კარგ ლიგასა და გუნდს მოძებნის.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები