გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

წიტაიშვილმა კვარაცხელიას გაუტანა

გააზიარეთ

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში „ქართული დერბი“ შედგა. გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილიც მეცი შინ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დაუხვდა და 2:3 წააგო.

ქართველთაგან თავი მხოლოდ წიტაიშვილმა გამოიჩინა – მეცის მეორე გოლი შეაგდო, მაგრამ საკუთარი გუნდი მაინც ვერ გადაარჩინა.

ქართველი ლეგიონერთა დაპირისპირება უფრო მატჩის ბოლოს იყო, რადგან სასტარო შემადგენლობაში მხოლოდ წიტაიშვილი იყო, ვინაც მოედანზე 85 წუთი გაატარა და აბუაშვილმა შეცვალა. კვარაცხელია კი მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა.

მეცთან მოგების შემდეგ პარი სენ-ჟერმენს 36 ქულა გაუხდა და სანამ ამ ტურში ლანსი ითამაშებს, მანამდე ლიდერი იქნება. მეცი კი პრობლემების წინაშეა – 11 ქულით ბოლო ადგილზეა და გავარდნის უმთავრესი კანდიდატია.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები