გამოგვიწერეთ

წყალბურთი

წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს

გააზიარეთ

2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ასპარეზობა მარცხით დაიწყო.

ათანასიოს კაჩიგიასის გუნდის პირველი მეტოქე საბერძნეთი იყო. მართალია, მეტოქე ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენმა გუნდმა გამართულად ითამაშა. გუნდმა განსაკუთრებით მეორე პერიოდი ჩააგდო.

პირველი პერიოდი ბერძნებმა 3:0 მოიგეს, ხოლო მეორეში უკეთ უტევდნენ და რაზმაძის კარი ცხრაჯერ აიღეს. მართალია, ორი ბურთით ჩვენც ვუპასუხეთ, მაგრამ შესვენებისთვის უკვე ნათელი იყო ვინ მოიგებდა.

საბოლოოდ, საქართველო 6:20 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და სტატისტიკა: რაზმაძე, ტყეშელაშვილი, დადვანი (1 გოლი), შუშიაშვილი (1), ბითაძე, ვაშიჩი (2), ადეიშვილი, სარიჩი (1), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე, ტანკოშიჩი, პიეშივაჩი (1), გვეტაძე, ვლაჰოვიჩი.

საქართველოს ნაკრები 13 იანვარს ხორვატიას ეთამაშება, რომელმაც ტურნირი სლოვენიასთან (24:4) გამარჯვებით დაიწყო.

ფორმატის თანახმად, ჯგუფების საუკეთესო სამეულები ბრძოლას ჩემპიონობისთვის გააგრძელებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად წყალბურთი