გამოგვიწერეთ

წყალბურთი

წყალბურთელთა მეორე მარცხი ევროპის ჩემპიონატზე

გააზიარეთ

2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მეორე მარცხი განიცადა. ათანასიოს კაჩიგიასის გუნდის მეტოქე ხორვატია იყო და ბალკანელებმა 18:7 მოიგეს.

ჩვენი გუნდის პრობლემა შეტევაა. ძალიან ბევრჯერ ჩამოგვართვეს ბურთი, ვერ ვასწრებდით ბურთის დროზე გათამაშებას, არ ჩანდა ნამუშევარი კომბინაციებზე.

მეტნაკლებად დაძაბული პირველი პერიოდი იყო, რომელიც ხორვატებმა 3:2 მოიგეს; მეორე და მესამე მეოთხედი პირწმინდად წავაგეთ და ბოლო პერიოდის წინ მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო – 12:4 ხორვატთა სასარგებლოდ. დასკვნითი ნაწილი ფორმალობა იყო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და სტატისტიკა: რაზმაძე (1 გოლი), ტყეშელაშვილი, დადვანი, შუშიაშვილი (2), ბითაძე (2), ვაშიჩი, ადეიშვილი, სარიჩი, იმნაიშვილი, მაგრაქველიძე, ტანკოშიჩი, პიეშივაჩი (1), გვეტაძე, ვლაჰოვიჩი (1).

საქართველოს ნაკრები 15 იანვარს სლოვენიას ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გადავა. ფორმატის თანახმად, ჯგუფების საუკეთესო სამეულები ბრძოლას ჩემპიონობისთვის გააგრძელებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად წყალბურთი