
საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით წყალტუბოში UEFA-ს III კატეგორიის შესაბამისი, 6 000 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე დიზაინის სტადიონი აშენდება. წყალტუბო არენა ახლანდელ 26 მაისის სახელობის სტადიონს ჩაანცვლებს.
პროექტი უკვე დამტკიცებულია, ხოლო მშენებლობა 2026 წლის აგვისტო-სექტემბერში დაიწყება. საერთო ჯამში სტადიონის მშენდებლობაზე დაახლოებით 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.
სტადიონის პროექტის დამტკიცების პროცესში განსაკუთრებული როლი ითამაშა წყალტუბოს სამგურალის პრეზიდენტმა მიხეილ იაშვილმა.
საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში არქიტექტურულმა კომპანია – „Studio 9“-მ გაიმარჯვა.
პროექტის მიხედვით სტადიონზე მოეწყობა ძირითადი საფეხბურთო მოედანი სრულფასოვანი ინფრასტრუქტურით, ხელოვნური მოედანი მოყვარული ფეხბურთელებისთვის, ასევე მრავალი დამატებითი სივრცე, რომლებიც სპორტულ და დასასვენებელ აქტივობებს შეუწყობს ხელს.
განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა კომერციულ და საზოგადოებრივ ზონებს. გარდა ამისა, სტადიონის ტერიტორიაზე გაკეთდება პადელის კორტები, ტრენაჟორების დარბაზი, სარბენი ბილიკი აღმართით, ღია სავარჯიშო სივრცე და თანამედროვე საბავშვო გასართობი მოედანი (60X40 -ზე).
სტადიონის შიდა და გარე სივრცეები UEFA-ს რეგლამენტებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო, კომფორტულ და ტექნიკურად სრულყოფილ გარემოს როგორც მოთამაშეებისთვის, ისე მაყურებლებისთვის.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ელემენტი, რომელიც განსაზღვრულია UEFA Stadium Infrastructure Regulations (2025) დოკუმენტით.
მათ შორისაა მოთამაშეთა, ოფიციალური პირებისა და მედიისთვის განკუთვნილი სივრცეები, თანამედროვე სანიტარიული კვანძები, კვების ობიექტები და ტურნიკეტები.
სტადიონი აღიჭურვება UEFA-ს მოთხოვნებზე მორგებული სამედიცინო და ანტიდოპინგური ინფრასტრუქტურით, ხოლო ტრიბუნები და ევაკუაციის გზები შემუშავებულია Green Guide (6th edition)-ის პრინციპების შესაბამისად.
მთავარი მოედანი იქნება სტანდარტული ზომის — 105×68 მ, შესაბამისი ტექნიკური ზონებითა და თანამედროვე LED მონიტორებით.
პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულებაა მედიისა და მაუწყებლობის სივრცეების ოპტიმიზაცია.
სტადიონი აღიჭურვება სპეციალური შესასვლელებით, პრესისა და ტელემაუწყებლობისთვის განკუთვნილი სამუშაო ზონებით, პრესკონფერენციის დარბაზით, გარე ტექნიკური ზონით და UEFA Lighting Guide (2023) სტანდარტების შესაბამისი განათებით, რაც უზრუნველყოფს HD მაუწყებლობისთვის საჭირო პირობებს.
VIP ზონები დაიგეგმა მრავალფუნქციური გამოყენების მიზნით – როგორც მატჩების დღეებში, ისე სხვა სახის ღონისძიებებისთვის.
სტადიონი იქცევა ქალაქის ახალი განვითარების სიმბოლოდ – სივრცედ, რომელიც აერთიანებს სპორტს, არქიტექტურას და საზოგადოების აქტიურ ცხოვრებას.
მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე სტადიონი შეესაბამება UEFA-ს მესამე კატეგორიის მოთხოვნებს, მისი ინფრასტრუქტურა ადაპტირებადია მეოთხე კატეგორიის სტანდარტამდე.
ეს შესაძლებლობას შექმნის, რომ წყალტუბომ მომავალში უმაღლესი დონის საერთაშორისო მატჩებსა და ღონისძიებებს უმასპინძლოს.
ასე რომ, პროექტის განხორციელების შემდეგ, ახალი სტადიონი წყალტუბოს ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და მრავალფუნქციურ სივრცედ იქცევა.
ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, მსგავსი სტადიონების აშენება გორში, რუსთავსა და თელავშიც იგეგმება.
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 18 საათის agoფროზინონე გიორგი კვერნაძის დუბლით გალიდერდა
გააზიარეთიტალიის სერია B-ს მე-15 ტურში გიორგი კვერნაძის ფროზინონე შინ იუვე სტაბიას დაუხვდა და 3:0...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
რაგბი
/ 20 საათის agoშავი ლომი ჩელენჯ თასზე 140 წლის გუნდს ეთამაშება
გააზიარეთშავი ლომი ირლანდიაში გაემგზავრება და 2025-26 წლების ჩელენჯ თასის მეორე ტურში, 14 დეკემბერს, გალვეიში...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 1 დღის agoეკიპი: რენთან თამაში კვარას აქტივია
გააზიარეთფრანგული პსჟ-ს ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის მე-15 ტურში, რენის (5:0) წინააღმდეგ დუბლი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი