გამოგვიწერეთ

წყალბურთი

წყლაბურთელთა ნაკრები მეცხრე ადგილისთვის ითამაშებს

გააზიარეთ

სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში თურქეთს 14:11 მოუგო და ევროპირველობაზე მეცხრე ადგილისთვის ითამაშებს.

პირველი მეოთხედი თურქების იყო და ორი ბურთით დაწინაყრდნენ. ეს ჩამორჩენა მეორე მეთხედში „ამოვქაჩეთ“ – 6:6.

მესამე მეოთხედში შეცდომებს ვუხშირეთ და მეტოქე ისევ ორი ბურთით გაგვექცა. მართალია, გათანაბრება ისევ მოვახერხეთ, მაგრამ ზედ სირენის წინ მაინც გავუშვით და დასკვნითი მეოთხედის წინ ერთი ბურთით ვაგებდით – 8:9.

ბოლო მეოთხედის დასაწყისში ზედიზედ ოთხი უპასუხო გოლი გავიტანეთ და მატჩის ბედიც გადაწყდა. ბოლო ნაწილი ფორმალობა იყო. გუნდებმა ორ-ორი ბურთი გაცვალეს და მატჩიც მორჩა.

ათანასიოს კაჩეგიასის გუნდ მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს ეთამაშება.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად წყალბურთი