
ბათუმის დინამოს მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის მიერ იუთუბ გადაცემა „ლაი ლაიში“ გაკეთებულ განცხადებას სოციალური ქსელით უპასუხა.
„მოგესალმებით,
მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სპორტულ გადაცემაში წარმოთქმულ სიტყვებს ჩემთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, აღვნიშნავ და იმედს ვიტოვებ, რომ ქართულ ფეხბურთში ჩართულ თითოეულ ადამიანს, იქნება ეს საფეხბურთო კლუბისა თუ ფედერაციის პრეზიდენტი, მენეჯერი, მწვრთნელი თუ ფეხბურთელი, გვაქვს ერთი სურვილი, მიზანი და პასუხისმგებლობა, რომ ქართული ფეხბურთი ხვალ იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის დღეს. ქართული ფეხბურთის წარმატებასა და წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობასაც ვინაწილებთ ჩვენი როლების შესაბამისად. მე, ჩემს წილ პასუხისმგებლობას არასდროს გავქცეულვარ.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ, ჩემი განცხადებისა და პიროვნების შეფასება იყო მინიმუმ არაკორექტული, უფრო სიღრმისეული შეფასებისგან თავს შევიკავებ.
აქედან გამომდინარე, მინდა, რომ ეს „გაუგებრობა“ ჩემი ამ განცხადებით დამთავრდეს და ყველა დავუბრუნდეთ იმ საქმის კეთებას, რასაც ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღის შენება ჰქვია.
ჟურნალისტების ამ თემით ინტერესი ლოგიკური და გასაგებია. მადლობა მათ ქართული ფეხბურთის გაშუქებისთვის, მაგრამ მინდა, რომ პატივი სცეთ ჩემს გადაწყვეტილებას. ამ საკითხზე ჩემი კომუნიკაცია აღნიშნული განცხადებით ამოიწუროს.
წარმატებებს ვუსურვებ ყველას ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ“!
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჭიაბრიშვილმა ქართული კლუბების ევროტურნირებზე გამოსვლა ასე შეფასა:
„ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატია, ძალიან დაბალი დონის და ხარისხის თამაშები გვაქვს, ჩემი გუნდიც, ყველა, მე პირველ რიგში ჩემს გუნდზე ვიტყვი. ეს ესე არ ვითარდება.
ეს ერთ დონეზე ვერაფრით ვერ გაჩერდება, იმიტომ, რომ ყოველ წელს უარესი არის. ვისაც ეხება ეს, სახელმწიფომ, ფეხბურთის ფედერაციამ, კლუბებმა ყველამ ერთად უნდა მოილაპარაკოს რაღაცა, რომ ამას ეშველოს.”
კობიაშვილმა კი ასე უპასუხა:
„გია ჭიაბრიშვილი რასაც საუბრობდა, გაუგებარია. რაღაცეებში თვითონაც ვერ ჩამოყალიბდა ადამიანი და ვერ გაუგია მწვრთნელია თუ ექსპერტი. ისეთ რაღაცეებს საუბრობს, რომ სისულელე მგონია. თურმე არ იცის ვის ეხება ყველაფერი და თურმე ფედერაცია, სახელმწიფო უნდა დაჯდეს და ჩემპიონატის დონე აამაღლოს. გვეუბნება, რომ ჩემპიონატის დონე არის ძაან დაბალი. ვიცით რომ დაბალია, კი ბატონო. ჩემპიონატის დონე ვინ უნდა აამაღლოს, ანუ ფედერაციამ და მე უნდა ვიზრუნოთ, როცა ფეხბურთელს შენ ირჩევ, მოგყავს, შენ ათამაშებ. ვინ უნდა აწიოს? მე უნდა ავწიო მისი გუნდის მომზადების ხარისხი?
გაუგებარია რას ლაპარაკობს. ამას საუბრობს ადამიანი, რომლისგანაც მოლოდინი გაქვს, რომ ხელს დაატყობს გუნდს. ეს ადამიანი ბევრ სხვა გუნდებში იყო, ევროტურნირებიც აქ ნათამაშები… აღარ ვიტყვი, მისი გუნდები ვინ გამოაგდო, ან რა ეტაპები აქვს გავლილი.
რისი თქმა უნდა, რომ, ესტონეთის მთავრობა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზის და ჩემპიონატის დონის აწევაზე საუბრობენ?! გამოსავალი ეძებოს საკუთარ თავში და თქვას, როგორ აპირებს საკუთარი გუნდის თამაშის ხარისხი აწიოს.
ახლა ვინმე თუ მეტყვის რომ ესტონეთს, ფარერებს და სხვა ქვეყნებს თუ უკეთესი მოედნები და შეფუთვა აქვს და ეს უნდა დაგვაჯეროს, არ ვიცი, მგონია რომ ვიღაც მავნებლობს.”
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 5 საათის agoსაქართველო ნიდერლანდებისთვის დაირაზმა
გააზიარეთსაქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 10 საათის agoერთა თასს თბილისში და უმაყურებლოდ დავიწყებთ
გააზიარეთ2026-27 წლების ერთა ლიგის სეზონის წილისყრა რომ გაიმართა, უკვე იცით. ცნობილია კალენდარიც – ვის,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 11 საათის agoბარსელონა ევროლიგაში პარიზთან დამარცხდა
გააზიარეთევროლიგაში მორიგი მატჩები გაიმართა და თორნიკე შენგელიას ბარსელონამ მარცხი იწვნია. კატალონიელები საკუთარ არერნაზე პარიზს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი