გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ხავია გრასია: ჩვენც უნდა მოვითმინოთ და ჩაკვეტაძემაც

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების თამაშში გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნა იგრძნობა. უოტფორდის ქართველი ლეგიონერი ჩვენს გუნდს შეტევაში მეტ კრეატივსა და შემოქმედებას მატებს. თუმცა, აპრილის შემდეგ ტრავმირებულია და მის გამოჯანმრთელებას ამდენი ხანია ველოდებით.

„ჩაკვემ“ გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიში კი დაიწყო, მაგრამ მისი თამაში ინგლისის ჩემპიონშიპის უახლოეს ტურშიც (ხვალ) გამორიცხულია.

ქართველი ფეხბურთელის შესახებ უოტფორდის თავკაცმა, ხავი გრასიამ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

„ჩაკვეტაძე პროგრესირებს, პროცესშია, მაგრამ დრო ესაჭიროება. ფეხბურთელი ჩვენთან ერთად ძალიან დიდხანს არ იყო, ახლა კი გუნდთან ერთად შრომისთვის დრო უნდა. დრო და მოთმინება. თუმცა, მოხარულნი ვართ, რომ მალე გვეყოლება განაცხადში. მოთმინება ჩვენც გვჭირდება“.

შეგახსენებთ, უოტფორდს 15 მატჩიდან 20 ქულა აქვს და ჩემპიონშიპში მე-15 ადგილზეა. ფლეი ოფის ზონამდე უოტფორდს მხოლოდ ხუთი ქულა აშორებს, ხოლო გასავარდნ ზონას 10 ქულით უსწრებს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები