გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ხატიაშვილი ამერიკაში სტუდენტურ გზას დაადგება

გააზიარეთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ახალგაზრდა გამთამაშებელი მათე ხატიაშვილი კარიერას აშშ-ში გააგრძელებს. 17 წლის კალათბურთელი ახალ სეზონს სამხრეთ კალიფორნიაში, SoCal-ის აკადემიაში დაიწყებს, სადაც აშშ-ის კოლეჯების ლიგისთვის (NCAA) მოემზადება.

ინფორმაცია ესპანური მედიაში გავრცელდა:

„ბასკონიაში შეგუებულები იყვნენ მათე ხატიაშვილის ამერიკაში შესაძლო გადაბარგებას, მაგრამ ჯერ კიდევ ჰქონდათ პატარა იმედი, რომ აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელის შენარჩუნება მოხერხდებოდა. თუმცა, ეს შესაძლებლობა გაქრა და ბასკონიამ კიდევ ტალანტი დაკარგა.

ქართველმა გამთამაშებელმა, რომელიც 2008 წელს დაბადებულთა თაობაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა, ამერიკული ოცნების ახდენა გადაწყვიტა და ბასკონიაში აღარ ითამაშებს. ხატიაშვილი ლოს ანჯელესის SoCal Academy-ს 2027 წლის გუნდს შეუერთდება  და სტუდენტურ კალათბურთის გზას დაადგება“.

ხატიაშვილი ბასკონიაში 2023 წლიდან ირიცხებოდა, გასულ სეზონში კი მთავარი გუნდის მაისურით ლიგა ენდესას ორი მატჩშიც ითამაშა, ხოლო ერთელ ევროლიგის განაცხადშიც მოხვდა.

პერსპექტიულ კალათბურთელს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მუდმივად იწვევდნენ, ეროვნულ გუნდში კი დებიუტი შარშან, უკრაინასთან ჰქონდა. ხატიაშვილმა ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდში კიდევ სამ მატჩში ითამაშა, რის შემდეგ სერბმა სპეციალისტმა მის გამოძახებაზე უარი თქვა…

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი