გამოგვიწერეთ

ნაკრები

ხვალ საქართველოს ევრომეტოქეებს დაულაგებენ

გააზიარეთ

2026 წლის 27 იანვრიდან 7 თებერვლამდე, ლიეტუვა, ლატვია და სლოვენია ფუტსალის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ. იქ იქნება საქართველოს ნაკრებიც. თუ ვინ ეყოლება მეტოქეებად, ამას ხვალინდელი წილისყრის შედეგები გაარკვევს.

მანამდე ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ 16 გუნდი ოთხ კალათშია განაწილებული, ავთანდილ ასათიანის შეგირდები კი მესამე კალათშია. შედეგად, საქართველო ჯგუფში სომხეთს, პოლონეთსა და ბელარუსს ვერ შეხვდება.

ცნობილია ისიც, რომ ლატვია A ჯგუფში იქნება, ლიეტუვა – B-ში, ხოლო სლოვენია – C-ში.

წილისყრამდე გუნდები ასე არიან განაწილებული:

I კალათი: პორტუგალია, ესპანეთი, უკრაინა, საფრანგეთი;

II კალათი: ხორვატია, იტალია, სლოენია, ჩეხეთი;

III კალათი: პოლონეთი, სომხეთი, საქართველო, ბელარუსი;

IV კალათი: ბელგია, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა;

შეგახსენებთ, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2022 წელსაც ითამაშა. ასათიანის შეგირდებმა მაშინ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და მეოთხედფინალიც ითამაშეს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ნაკრები