გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა

გააზიარეთ

ფრანგული მედიის ცნობით, პსჟ-ს ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა.

კვარაცხელიამ ტრავმა ნიუკასლთან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მიიღო. ეს იანვრის ბოლოს მოხდა. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენებური 8-10 დღის განმავლობაში იუქმებდა.

ხვიჩა ვარჯიში ჯერ სატრენაჟორო დარბაზში განაახლა, შემდეგ მინდორზეც გამოჩნდა, მაგრამ სრული დატვირთვით არ უვარჯიშია.

„კვარაცხელიასთან დაკავშირებით პროგრესი იგრძნობა, მაგრამ 8 თებერვალს, მარსელთან მისი ხილვა გარანტირებული სულაც არ არის. პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბი ფრთხილობს და გარისკვას არ აპირებს. ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის სურვილია, კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის მატჩისთვის, მონაკოსთან, სრულ მზადყოფნაში იყოს“, – წერს ფრანგული მედია.

პსჟ ფრანგულ ლიგას 48 ქულით ლიდერობს.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები