გამოგვიწერეთ

ნაკრები

ხვიჩა კვარაცხელია: გამარჯვების გზაზე უნდა დავბრუნდეთ

გააზიარეთ

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ორი მარცხი განიცადა. ვილი სანიოლის გუნდი ჯერ ესპანეთში (0:2) დამარცხდა, შემდეგ – თურქეთში (1:4).

წაგებული მატჩების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა:

„პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა ამ ორივე გასვლით მატჩზე ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და, ყველას, ვინც გვქომაგობდა. რთული მატჩები გამოვიდა, არასასურველი შედეგებით და სათამაშო ხარისხით. აუცილებელია ყველა პრობლემა გავაანალიზოთ, დავინახოთ, მივიღოთ და შემდეგ თამაშებში გამოვასწოროთ. არ არის პირველი, როდესაც დაბრკოლებების წინაშე ვართ, მაგრამ ერთად აუცილებლად უნდა გადავლახოთ და დავბრუნდეთ გამარჯვებების და პროგრესის გზაზე“, – წერს კვარაცხელია.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში კიდევ ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი: 15 ნოემბერს შინ ესპანეთთან და 18 ნოემბერს სტუმრად ბულგარეთთან.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ნაკრები