ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის მესამედ დასახელდა. პირველად ეს 2023 წელს მოხდა, ნაპოლიში თამაშისას და მაშინ მე-17 ადგილზე გავიდა. შემდეგი იყო გასული სეზონი და მე-12 ადგილი.
წელს კი, საქართველოს ნაკრების ვარსკვალი, პრესტიჟული ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატია. ამასთან, ერთადერთია იმ 30 ფეხბუთელში, ვისაც წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია.
კვარამ ჯილდოს მოგების შესაძლო ვარიანტზე ისაუბრა. ჩვენებურის მცირე ინტერვიუ France Football-ში გამოქვეყნდა.
ხვიჩა კვარაცხელია:
„ჩემზე არაფერია დამოკიდებული. ყველაფერს იმ ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვთ. თუმცა, ჯილდოს პრეტენდენტთა შორის ყოფნა უკვე დიდი ბედნიერებაა. მჯერა ყველაფრის – ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც. სწორედ ამიტომ ვარ პარი სენ ჟერმენში და ამით ძალიან ვამაყობ“.
ჟურნალისტმა ქართველ ვარსკლავს ჰკითხა, რომ ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა, როდესაც „ოქროს ბურთი“ ისეთ ფეხბურთელს გადაეცა, ვისაც იმ წელს გამართულ მსოფლიოზე ნათამაშები არ ჰქონდა. ეს 1978 წელს მოხდა და კევინ კიგანმა აიღო. და მაინც, ისეთი ფიგურები, როგორებიც მიშელ პლატინი და ტონი კროოსი (კიდევ ბევრი) არიან წელს ჯილდოზე მთავარ ფავორიტად სწორედ ჩვენებურს მიიჩნევენ.
„ეს ძალიან სასიხარულოა, როდესაც ასე ნამდვილი ლეგენდები საუბრობენ. სასიამოვნოა, თუ დედამიწაზე ერთი ადამიანი მაინც მიიჩნევს, რომ ერთ-ერთ მთავარ საფეხბურთო ჯილდოს შენ იმსახურებ. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ და მსურს, ასევე გავაგრძელო. ვნახოთ, რას გვიმზადებს ცხოვრება, მე ყველაფრისთვის მზად ვარ“.
შეგახსენებთ, კვარამ წელს პსჟ-ს-თან ერთად ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო, რაშიც უდიდესი წვლილი დაიდო (10 გოლი, 6 პასი) და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
გეტვით იმასაც, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების საიუბილეო, 70-ე ცერემონია 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.