გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ხვიჩა კვარაცხელია მოედანს გოლით დაუბრუნდა

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ დაბრუნება გოლით აღნიშნა. ლიგა 1-ის მორიგ ტურში პსჟ-ნ შინ მარსელი 5:0 გაანადგურა, ჩვენებურმა კი მოედანზე შესვლიდან ოთხ წუთში გაიტანა.

მანამდე უსმან დემბელემ დუბლი შეასრულა. კვარაცხელია შეცვლაზე 62-ე წუთზე შევიდა. გოლის გატანა 64-ე წუთზევე შეეძლო, მაგრამ მედინამ არ დაანება და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. თუმცა, გავიდა კიდევ ორი წუთი და ხვიჩამ მოხდენილი დარტყმით შეაგდო.  საბოლოო ანგარიში კან-ინ ლიმ დააფიქსირა.

ბოლოს კვარაცხელიას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

საფრაგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კვარას 17 მატჩში ოთხი გოლი აქვს გატანილი, ხოლო სამჯერ საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირზე კი, ქართველის მონაგარი რვა გოლი და ექვსი საგოლე პასია.

21 ტურის შემდეგ პსჟ-მ 51 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია, მომდევნო მატჩს კი, სტუმრად რენთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები