გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ხვიჩა კვარაცხელია ორ მატჩს იუქმებს

გააზიარეთ

სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ. პსჟ-ნიუკასლის მატჩისას მიღებული დაზიანება, ერთი შეხედვით სერიოზული ჩანდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ქართველ ფეხბურთელს კოჭის მყესის დაჭიმულობა დაუდგინეს და უქმობა 8-10 დღის განმავლობაში მოუწევს.

კვარაცხელიამ ტრავმა ნიუკასლთან (1:1) ჩემპიონთა ლიგის მატჩის 22 წუთზე მიიღო. მანამდე ვიტინიაზე საგოლე პასის გაკეთება მოასწრო. მოედანი კი, ექიმებისა და აშრაფ ჰაკიმის დახმარებით დატოვა. არ ჩანდა იოლი ტრავმა. ოპტიმისტურად არც ლუის ენრიკე იყო განწყობილი. თუმცა, სერიოზული არ გამოდგა და საფრანგეთის ჩემპიონატის მხოლოდ ორი ტურის მატჩს გამოტოვებს. სხვა ტურნირებზე ამ პერიოდში თამაშები ჩანიშნული არ არის.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ლეგიონერები