გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია

გააზიარეთ

სასტუმრო პარაგრაფ თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2025 გაიმართა.

ნომინაციებში რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, ქალთა ლიგის და ფუტსალის ლიგის კლუბების წარმომადგენლებმა.

გამარჯვებულებისთვის სპეციალური ჯილდოები დააწესა კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ. კომპანიის გადაწყვეტილებით, ალექსანდრე ჩივაძის სახელობის 17 და 19 წლამდე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელებს გადაეცათ ფულადი ჯილდო სამი, ხუთი და 10 ათასი ლარის ოდენობით; საუკეთესო მსაჯის ნომინაციაში გამარჯვებულს 10 ათასი ლარი; წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს და ფუტსალის საუკეთესო მოთამაშეს 15 ათასი ლარი გადაეცა; საუკეთესო ქალ და კაც ფეხბურთელებს – 50 ათასი ლარი.

ალექსანდრე ჩივაძის მედალი U17

ანდრია ბართიშვილი (კოლხეთი ფოთი), ლუკა შარიქაძე (დინამო თბ), საბა ავდოევი (იბერის 1999);

ალექსანდრე ჩივაძის მედალი U19

საბა ხარებაშვილი, გიორგი გვასალია (ორივე დინამო თბ), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999)

2025 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი

გიორგი კვერნაძე

2025 წლის საუკეთესო მსაჯი

გოგა კიკაჩეიშვილი

ნომინანტები: ირაკლი შენგელია, გიორგი ყრუაშვილი

2025 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე

გიორგი ღავთაძე

ნომინანტები: გიორგი ჩიმაკაძე, არჩილ სებისკვერაძე

2025 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი

თეონა ბაქრაძე

ნომინანტები: ნათია დანელია, ნინო ბუხრიკიძე

2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი

ხვიჩა კვარაცხელია

ნომინანტები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი).

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები