
გაზეთ სარბიელის ტრადიციული, პოპულარული და ავტორიტეტიანი გამოკითხვა 1992-93 წლების სეზონიდან ტარდება. 2008 წლამდე ქართველი ჟურნალისტები რჩეულს დაბრკოლების გარეშე, რეგულარულად ასახელებდნენ, შემდეგ რიგ გარემოებათა გამო იყო სამწუხარო 10-წლიანი წყვეტა, რომელიც 2018 წელს ლიდერბეთის ხელშეწყობით აღდგა.
წლევანდელი გამოკითხვა 2025 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩატარდა და 78 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა. დაასახელებული იქნა 2024-25 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი. ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის პრიზის მფლობელი კი, ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ერთპიროვნულად სარბიელის რედაქციამ დაასახელა.
საქართველოს 2024-25 წლების სეზონის საუკეთესო ფებურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა; მეორე არის გიორგი მიქაუტაძე, მესამე – გიორგი მამარდაშვილი.
კვარაცხელია საუკეთესოდ 77 ჟურნალისტმა დაასახელა, მხოლოდ ერთის რჩეული გამოდგა გიორგი მამარდაშვილი. გიორგი მიქაუტაძეს პირველი ადგილი არ მიუღია.
კვარაცხელიამ გასული სეზონი ნაპოლიში დაიწყო, 2025 წლის იანვრიდან კი პსჟ-ში გააგრძელა. როგორ გააგრძელა ეს უკვე ყველამ იცის – მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც საკლუბო დონეზე შეიძლებოდა… მხოლოდ ერთხელ მოეცარა ხელი, როცა მისი გუნდი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ჩელსისთან დამარცხდა.
გავიხსენოთ ხვიჩას მონაგარი:
მოიგო ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული, იტალიის ჩემპიონატი, ევროპის სუპერთასი, საფრანგეთის თასი და საკონტინეტთაშორისო თასი… გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, გოლი გაიტანა საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში… მე-12 ნომრად იყო დასახელებული „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში…
სარბიელის წლევანდელ გამოკითხვაში ხვიჩამ 232 ხმა მიიღო და უდიდესი უპირატესობით ჩამოიტოვა გიორგი მიქაუტაძე (96) და გიორგი მამარდაშვილი (61).
ხვიჩასთვის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მესამეა და შოთა არველაძეს გაუთანაბრდა.
ხვიჩა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი პირველად 2020 -21 წლების სეზონის შედეგების მიხედვით გახდა. მაშინ რუსულ რუბინში თამაშობდა. მეორედ – 2022-23 წლების სეზონში, ნაპოლიში თამაშისას; ესეც მესამე… ალალი და დამსახურებული!
ხვიჩას, მოქანდაკეების, ლევან ვარდოსანიძისა და თემურ ლომიძის დამზადებული ექსკლუზიური პრიზი (იასონ კვირკველიას ფიგურა კინოფილმიდან პირველი მერცხალი) უახლოეს მომავალში ჩაბარდება.
რაც შეეხება ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტს: 78 ჟურნალისტიდან 76-მა ხმა იტალიური უდინეზეს მცველ საბა გოგლიჩიძეს მისცა. საბას ბრინჯაოს პრიზი (ხვედელიძის ფიგურა ფილმიდან ფეოლა) გადაეცემა.
და ჯილდო ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ალექსანდრე ჩივაძე.
ეს უდიდესი ფეხბურთელი ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის პრიზის რიგით მესამე ლაურეატია. აქამდე ჯილდო მანუჩარ მაჩაიძესა და მურთაზ ხურცილავას გადაეცა.
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 21 საათის agoსენსაცია კასპში და ბათუმელთა იოლი გამარჯვება
გააზიარეთსაქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალი სენსაციური შედეგით დაიწყო. A ლიგის კასპის გრიფინმა სუპერლიგელი კსუ 101:98...
ავტორი admin_etablo -
ხელბურთი
/ 1 დღის agoბრძოლა და მარცხი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან
გააზიარეთევროპის ჩემპიონატი სასტარტო მატჩი გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ ხორვატიის ნაკრებს ეთამაშა და...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ზამთრის სახეობები
/ 2 დღის agoნიკა ეგაძის ევროპული და ისტორიული ოქრო
გააზიარეთნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია. შეფილდში მიმდინარე ფიგურულ მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მეორე ოქროს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი