
ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ UEFA-ს ვებ-გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ გამოქვეყნდა.
_ ბევრმა აღნიშნა თქვენი კარგი თამაში ნახევარფინალში ბაიერნთან. თუმცა, თუ ერთი რამის გაუმჯობესება მოგიწევდათ, რას გამოასწორებდით?
_ ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელს რაღაცის გაუმჯობესება შეუძლია. მეც მათ შორის ვარ. ყოველთვის ვცდილობ პროგრესს, მეტი გოლის გატანას, მეტი საგოლე პასის გაკეთებას… თუმცა, ჩემთვის ფეხბურთი მხოლოდ გოლები და საგოლე პასები არ არის: ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, გუნდს როგორ ეხმარები. ზოგჯერ ვერ გაიტან ან ვერ გააკეთებ საგოლე პასს, მაგრამ შეგიძლია გუნდისთვის საჭირო იყო და გამარჯვებაში დაეხმარო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. თამაშის ბოლოს მინდა ვიცოდე, რომ ჩემს გუნდს 100%-ით და გამარჯვებაში დავეხმარე.
_ რატომ არის მნიშვნელოვანი გუნდის ინდივიდუალურ მიზნებზე წინ დაყენება?
_ როდესაც კარიერას ვიწყებდი, ვფიქრობდი, რომ უფრო ინდივიდუალური მოთამაშე ვიყავი, ვიდრე – გუნდური, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ გუნდის გარეშე არაფერი ხარ. ბევრ ფეხბურთელს თამაშების დამოუკიდებლად მოგება არ შეუძლია. მივხვდი, როდესაც კარგი გუნდი გყავს, სადაც ყველა ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებს, შედეგსაც აღწევ.
_ პსჟ-ში საოცარი ერთიანობა მოედანზეც ჩანს…
_ ვფიქრობ, ეს გუნდის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. ერთად თამაშით ბედნიერები ვართ. ვიცით, თუ ერთმანეთისთვის ვიბრძოლებთ და საკუთარ ფეხბურთს ვითამაშებთ, ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია.
_ ხშირად გუნდისთვის განსხვავებას ქმნით. რა გაძლევთ ახალ დონეზე ასვლის საშუალებას?
_ როდესაც პსჟ-ში თამაშობ, ამბიცია უნდა გქონდეს. გუნდში ბევრი ფეხბურთელია, ვისაც შენი ადგილის დაკავება სურს. უნდა აჩვენო, რომ ამ მაისურის ტარებას იმსახურებ. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო. მინდა, ამ გუნდთან ერთად რაც შეიძლება მეტი ტიტული და თამაში მოვიგო.
_ ფლეი ოფის ბოლო შვიდ მატჩში შვიდი გოლი გაიტანეთ. ამის მიუხედავად, ყოველთვის მშვიდი ჩანხართ. როგორ ახერხებთ ამას?
_ ეს ისეთი მარტივი არ არის, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ყველა გუნდი დიდია და მათ წინააღმდეგ გოლის გატანა ძალიან რთულია, მაგრამ მყავს წარმოუდგენელი თანაგუნდელები, რომლებიც მიქმნიან მომენტებს, სადაც უბრალოდ უნდა დავარტყა და გავიტანო. ვამაყობ, რომ გოლების გატანა შემიძლია. კარგ ფორმაში ვარ და უბრალოდ ვცდილობ, ჩემი საქმე რაც შეიძლება კარგად შევასრულო, მაგრამ მინდა კიდევ უფრო მეტი გავიტანო.
_ თქვენს წარმოდგენაში, როგორ გამოიყურება ჩემპიონთა ლიგის საღამო?
_ ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაში თამაშია. როდესაც ჰიმნს ისმენ, გაბედნიერებს. იცი, რომ იქ მოსახვედრად და მუსიკის მოსასმენად რაღაც დიდი გააკეთე.
_ ხშირად ამბობენ, რომ ტიტულის დაცვა ძალიან რთულია. თქვენთვის და თქვენი თანაგუნდელებისთვის როგორია?
_ ვფიქრობ, რთულია. ბევრი თამაში გვქონდა, სადაც ბოლომდე მოგვიწია ბრძოლა და არაერთი ძალიან ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ როგორც ვთქვი, ბევრი ხარისხი გვაქვს. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, ამიტომ ვფიქრობ, რომ უბრალოდ საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თასის შესანარჩუნებლად.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ და არსენალი ითამაშებენ. მატჩი 30 მაისს, 20:00 საათზე დაიწყება.
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 13 საათის agoირის ანტმანი მომავალში გამართლების იმედად არის
გააზიარეთსაქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. საბერძნეთის ნაკრებთან გამართული უხვგოლიანი შეხვედრა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
რაგბი
/ 14 საათის agoქარი ქაფის ჩემპიონმა შავი ლომი პირწმინდად დაჯაბნა
გააზიარეთქარი ქაფის მოქმედმა ჩემპიონმა, სუზუკი გრიქასმა, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე მატჩში, შავი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 1 დღის agoშენგელიამ შერმადინის გარეშე მოთამაშე ტენერიფეს აჯობა
გააზიარეთACB ლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში თორნიკე შენგელიას ბარსელონამ საკუთარ მოედანზე გიორგი შერმადინის ტენერიფე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი