გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ხვიჩა საფრანგეთის თასს გამოტოვებს

გააზიარეთ

საფრანგეთის თასის 1/32-ფინალი რამდენიმე მატჩი უკვე გაიმართა, ხოლო რამდენიმე კიდევ გასამართია.

პარი სენ-ჟერმენის მეტოქე სამოყვარულო ვანდე ფონტენე იქნება. პარიზელები ნანტში სათამაშოდ ხვიჩა კვარაცხელიას ჩავიდნენ. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ჩვენებურს ვირუსული ინფექცია აწუხებს. თუმცა, არ გამოვრიცხოთ, რომ ეს ინფორმაცია სწორი არ იყოს და მწვრთნელმა ჩვენებურს მოყვარულებთან თამაშის ნაცვლად დასვენების საშუალება მისცეს.

მოიგო გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის მეცმა. ქართველების გუნდი ბიშაიმს ესტუმრა და 3:0 მოუგო. წიტაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 68 წუთი გაატარა, ხოლო აბუაშვილი მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა.

კიდევ ერთი ქართველის, ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენი კი, ხვალ ნიცას ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები