გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ჯამალ მოსლი: ბითაძემ მატჩზე ზეგავლენა მოახდინა

გააზიარეთ

გოგა ბითაძე ბოლო 15 მატჩიდან 12-ში მოედანზე არ გამოჩენილა. დღეს კი, მოულოდნელად სასტარტო შემადგენლობაში აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ვენდელ კარტერის ტრავმაა, რომელიც ზედ გახურების წინ მიიღო.

შედეგად, ორლანდოს მწვრთნელ ჯამალ მოსლის ჩვენებურის ძირითღადში დაყენება მოუხდა და როგორც მატჩის შემდეგ ისაუბრა, არც უნანია. ბითაძემ 21 წუთში 9 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

ჯამალ მოსლი:

„კარტერმა ტრავმა მატჩის წინ მიიღო და იძულებითი ცვლილების გაკეთება სასწრაფო წესით მოგვიწია. მინდა, ყველამ კარგად მომისმინოს – საუბარი მაქვს გოგა ბითაძეზე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სრულფასოვანი პროფესიონალია. მატჩის წინ აზრზეც არ იყო რა მოხდებოდა. უბრალოდ, გახურებაში იღებდა მონაწილეობას. თანაც იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკა, ფაქტობრივად, არ ჰქონია. ამის მიუხედავად, სრულ მზადყოფნაში აღმოჩნდა: მოედანზე კონცენტრირებული გავიდა, თამაშის გეგმას მიჰყვა, დაცვაში მაგრად იდგა და მთლიანობაში სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. გოგა სწორედ ის კალათბურთელია, რომელიც გვჭირდება, ყველაფერს გააკეთებს წარმატებისთვის იმ შემთხვევაში, როდესაც გუნდს ეს სჭირდება. სწორედ ამიტომ შეუძლებელია მას მადლობა არ ვუთხრათ იმისთვის, რომ ბოლო წამს მოედანზე სასტარტო ხუთეულის წევრის რანგში გავიდა და ისე ითამაშა, როგორც ვნახეთ. ბითაძემ მატჩზე ზეგავლენის მოახდინა“.

მიმდინარე სეზონში ბითაძე მოედანზე 43-ჯერ გავიდა, საშუალოდ კი, პარკეტზე 15.8 წუთს ატარებს; მონაგარი კი 5.8 ქულა, 5.0 მოხსნა, 1.1 პასი, 1.2 დაფარებაა.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი