გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ჯეიდონ სანჩოს სამი ფინალი სამ წელიწადში

გააზიარეთ

მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელი ჯეიდონ სანჩო, რომელიც ასტონ ვილაშია განათხოვრებული, ბოლო სამი წლის მანძილზე ევროტურნირებზე მესამე ფინალს ითამაშებს. ამასთან, სამივე სხვადასხვა ტურნირია.

2023-24 წლების სეზონში სანჩო დორტმუნდის ფეხბურთელი იყო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეალთან (0:2) ითამაშა; გასულ წელს კი, როდესაც ჩელსის მაისური ეცვა, კონფერენციის ლიგის ფინალში ესპანური ბეტისის (4:1) წინააღმდეგ იდგა მოედანზე; წელს უკვე ასტონ ვილასთან ერთად, ევროპის ლიგის ფინალში ფრაიბურგს დაუპურისპირდება.

სანჩომ მიმდინარე სეზონში ასტონ ვილას მაისურით 37 მატჩში ითამაშა, მაგრამ დიდი შედეგიანობით ვერ დაიკვეხნის – გოლი და სამი საგოლე პასი.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები