გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ჯეიმსის შთამბეჭდავი სერია ტორონტოში შეწყდა

გააზიარეთ

NBA-ში, ტორონტო რეპტორსისა და ლოს ანჯელეს ლეიკერსის (120:123) მატჩში, კალიფორნიელთა 40 წლის ვარსკვლავის ლებრონ ჯეიმსის შთამბეჭდავი სერია შეწყდა, რომელიც 6908 დღისა და 1297 მატჩის განმავლობაში გრძელდებოდა.

ლებრონმა, პარკეტზე 36 წუთი გაატარა, 8 ქულა, 6 მოხსნა და 11 პასი მიითვალა. 2007 წლის იანვრის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „მეფე“ ჯეიმსმა 10 ქულაზე ნაკლები ჩააგდო.

ლებრონს სერიის გახანაგრძლივების შანსი მატჩის ბოლო წამებზე ჰქონდაც, მაგრამ შეტევაში მყოფმა ბურთის ჰაჩიმურას გადააწოდა, ვინაც გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩააგდო.

მატჩის შემდეგ ვეტერანმა რეკორდული სერიის დასრულებაზე მოკლედ ისაუბრა.

„სერიის დასრულებაზე რა ემოცია მქონდა? არანაირი. მთავარია, მოვიგეთ. საერთოდ, სწორი კალათბურთი უნდა ითამაშო და პასები სწორად აკეთო. ასეთია ჩემი სტილი. ასე მასწავლეს და მთელი კარიერაა ასე ვთამაშობ“, – თქვა ჯეიმსმა.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი