გამოგვიწერეთ

ჭადრაკი

ჯობავა და ბაციაშვილი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ

გააზიარეთ

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის.

ვაჟებში შესანიშნავად იასპარეზა ქართული ჭადრაკის ლიდერმა ბაადურ ჯობავამ, რომელმაც საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიპოვა. გამოცდილმა დიდოსტატმა დამაჯერებელი და შემოქმედებითი თამაშით პირველობა ალალად დაიმსახურა.

სტაბილური და საიმედო თამაშით, ამასთან წაუგებლად იასპარეზა თორნიკე სანიკიძემ, ვინაც მეორე ადგილი დაიკავა. ტურნირის განმავლობაში თორნიკემ მაღალი კლასი და კონკურენტუნარიანობა დაადასტურა.

მესამე ადგილზე გასვლით ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა ლუკა კილაძემ. ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ თამამი, ენერგიული და გააზრებული თამაშით მოახერხა საპრიზო სამეულში მოხვედრა. აღსანიშნავია, რომ ლუკამ საერთაშორისო ოსტატის ნორმაც შეასრულა, რაც კარიერისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა: ბაადურ ჯობავა (6 ქულა); თორნიკე სანიკიძე (5,5); ლუკა კილაძე  (5); მერაბ გაგუნაშვილი (4,5); კონსტანტინე შანავა (4,5); ნიკოლოზ კაჭარავა (4,5); ლუკა პაიჭაძე (4); ნოე თუთისანი (4); გიგა ყუფარაძე (4); ირაკლი ახვლედიანი (3);

ქალთა შორის ტურნირზე დამაჯერებელი და სტაბილური თამაშით, ერთი ტურით ადრე, ჩემპიონობა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა სწრაფ ჭადრაკში, ნინო ბაციაშვილმა მოიპოვა. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მისი უპირატესობა აშკარა იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა.

დაძაბული გამოდგა ბრძოლა საპრიზო სამეულის  ადგილებისთვის. კონკურენცია ბოლო ტურებამდე არ განელებულა. საბოლოოდ, II–III ადგილები საქართველოს ნაკრების წევრებმა – ლელა ჯავახიშვილმა და მერი არაბიძემ გაინაწილეს.

ჩემპიონატი წარმატებული აღმოჩნდა ახალგაზრდა მოჭადრაკეებისთვის: მარიამ ცეცხლაძემ და დიანა ლომაიამ საერთაშორისო ოსტატის ნორმა შეასრულეს.

საბოლოო შედეგები: ნინო  ბაციაშვილი (7,5 ქულა); ლელა ჯავახიშვილი (5,5); მერი  არაბიძე (5,5); სოფიკო  ხუხაშვილი (5); ბელა  ხოტენაშვილი (5); დიანა ლომაია  (4); მარიამ ცეცხლაძე (4); კესარია მგელაძე (3,5); ანასტასია  კირთაძე (3); ინგა ხურცილავა  (2).

ვაჟთა და ქალთა შორის საპრიზო სამეულში გასულმა მოჭადრაკეებმა სოლიდურ ფულად პრიზთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის საგზურებიც მოიპოვეს.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ჭადრაკი